Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ შესახებ დეკანის 2022 წლის 4 მაისის #49/30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N135/01-01 11.05.2022 ბრძამებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესისა  და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის  სხდომაზე (ოქმი N 1) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე ვბრძანებ: 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N135/01-01 11.05.2022 ბრძანების შესაბამისად, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთების ელექტრონულად მიღება  გაგრძელდეს 13 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით მისამართზე: social@tsu.ge;

კანდიდატთა შერჩევის წესი და კომისიის შემადგენლობა, დამტკიცებული დეკანის 2022 წლის 4 მაისის #49/30 ბრძანებით, დარჩეს უცვლელი;

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

დეკანის მოვალეობის შემსრულებელი თეონა მატარაძე